მთავარანგელოზობას გილოცავთ

21  ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს სრულიად საქართველოს, ენგურსგაღმა თუ გამოღმა მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს  ამ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს; ჯანმრთელობას, სიკეთეს, ქვეყნის საკეთილდღეო მოღვაწეობას და ანგელოზთა დასის შემწეობით მომავალი დღესასწაულების გაერთიანებულ საქართველოში აღნიშვნას გისურვებთ ჩვენი სამშობლოს ყველა პატრიოტს!

 

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქარუბიმნი და საყდარნი. წმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვს-ექვს ფრთენი სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.“ანგელოზთა თვისთა და უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა”(ფს. 90,14).

 

წმინდა წერილისა და საეკლესიო მოღვაწეთა გადმოცემით, ანგელოზები შექმნილნი არიან ხილულ სამყაროზე ადრე და აქვთ მინიჭებული სხვადასხვა მსახურების მადლი.

 

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.

 

ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, იეგუდიელი, ვარაქიელი, იერომიელი.

 

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! გვფარავდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მთავარანგელოზები და ყველა წმიდანი!

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions