აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების ერთობლივ სხდომაზე 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილეს

21 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტების, ასევე უმაღლესი საბჭოს ფრაქციების „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“, „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ერთობლივი სხდომა გაიმართა.



დღის წესრიგი ძირითადად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვას მიეძღვნა. ამასთან, უმაღლესი საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის აპარატიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შემოსული რიგი კანონპროექტების შესახებ.


 

კომიტეტების და ფრაქციების ერთობლივ სხდომას უძღვებოდა სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.



სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიში წარიმართა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე რაულ წულაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროების პასუხისმგებელი პირები.

ძირითადი მოხსენება მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოადგინა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ. მან მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს წევრებს ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვაში აქტიური ჩართულობისათვის და განაცხადა, რომ გამოთქმული ყველა შენიშვნა და წინადადება მთავრობის და საკუთრივ სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდება. ამასთან, მინისტრმა ისაუბრა მთავრობის გეგმებზე სხვადსხვა მიმართულებით.

გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს თამაზ ხუბუამ, რუდიკ ცატავამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, რაისა ქარაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, სამინისტროების წარმომადგენლებმა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს კანონპროექტის ირგვლივ მათი კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებები, ყურადღება გაამახვილეს კონკრეტულ პუნქტებსა და ძირითად პარამეტრებზე. ამასთან, უმაღლესი საბჭოს წევრთა მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად იქნება მიმართული სოციალურ, ჯანდაცვისა და განათლების პროგრამების მომსახურებას, რაც პირდაპირ ეხმიანება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე არსებული უმძიმესი პრობლემების მოგვარებას. 
























Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions