ჯემალ გამახარია ნათლისღებას გილოცავთ

ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია (6) 19 იანვარს აღნიშნავს.

 

ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება - დიდი აიაზმა სრულდება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.     

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, ნათლისღებას გილოცავთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

„ნათლისღების მადლის შეწევნას, მშვიდობიან, გაერთიანებულ საქართველოში დღეგრძელ ცხოვრებას ვუსურვებ თითოეულ ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს. „უფალმა მოგვცეს ძალა და უნარი ჩვენ და მთელს სამყაროს - დავამარცხოთ უხილავი მტერი, რომელიც თანამედროვე კაცობრიობას კორონავირუსის - კოვიდ-19 სახით მოევლინა!“ - აღნიშნავს ჯემალ გამახარია.


Печать