ახალი გამოცემა წარმოადგენს დიმიტრი გულიას მიერ თავის დროზე აფხაზურ ენაზე თარგმნილ და ქართული გრაფიკით 1941 წელს შესრულებული გამოცემის ზუსტ განმეორებას.
პრეზენტაციას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის, აკადემიური წრეებისა და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, უძღვებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე.
შეკრებილთ მიესალმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი ტყემალაძე. უმაღლესი საბჭოდან ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ბატონი ჯემალ გამახარია და ქ-ნი ადა მარშანია.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე უმაღლესი საბჭოს წევრებმა ქალბატონმა ეთერ ასტემიროვამ, ბატონებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ანზორ წოწონავამ, ბორის კაკუბავამ და თეიმურაზ მჟავიამ.