2022 წლის 15 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.
სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როზმარი დიკარლო, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის, ასევე, საბჭოს მომავალი წევრების - იაპონიის და მალტას წარმომადგენლებმა.
ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი; დაგმეს რუსეთის უკანონო შეჭრა და სამხედრო ყოფნა საქართველოს განუყოფელ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემო, მათ შორის ისეთი უკანონო ქმედებები, როგორიც არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებები, თავისუფალი გადაადგილების შეფერხება, ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დაკეტვა, გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა.
განცხადებაში მხარეებმა გაიხსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთი, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე.
„ღრმად შეშფოთებულნი ვრჩებით, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არცერთ საერთაშორისო მექანიზმს არ მიეცა აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეუფერხებელი წვდომა. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ადამიანის უფლებათა მექანიზმებს, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, მიეცეთ [ამ რეგიონებში] დაუყოვნებლივი, შეუფერხებელი შესვლის შესაძლებლობა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია საჭიროებაში მყოფი ყველა სამოქალაქო პირისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის გადაუდებელი აუცილებლობა. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების პირობების შექმნის საჭიროება.
განცხადებაში ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები აღინიშნავენ, რომ რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი და მხარს უჭერენ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში უწყვეტ შეხვედრებს, როგორც ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად, ასევე რუსეთ-საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გამოწვევებზე საპასუხო, მნიშვნელოვან ფორმატებს.
„ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რაც მოიცავს გაერო-ს წესდებას და ჰელსინკის დასკვნით აქტს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში.“ - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაყოვნების გარეშე გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
„კვლავ ვიმეორებთ 14 წლის მოწოდებას რუსეთის მისამართით, რომ უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცეს ორივე რეგიონში შესვლის შესაძლებლობა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.2022 წლის 15 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა
2022 წლის 15 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.
სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როზმარი დიკარლო, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის, ასევე, საბჭოს მომავალი წევრების - იაპონიის და მალტას წარმომადგენლებმა.
ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი; დაგმეს რუსეთის უკანონო შეჭრა და სამხედრო ყოფნა საქართველოს განუყოფელ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემო, მათ შორის ისეთი უკანონო ქმედებები, როგორიც არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებები, თავისუფალი გადაადგილების შეფერხება, ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დაკეტვა, გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა.
განცხადებაში მხარეებმა გაიხსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთი, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე.
„ღრმად შეშფოთებულნი ვრჩებით, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არცერთ საერთაშორისო მექანიზმს არ მიეცა აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეუფერხებელი წვდომა. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ადამიანის უფლებათა მექანიზმებს, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, მიეცეთ [ამ რეგიონებში] დაუყოვნებლივი, შეუფერხებელი შესვლის შესაძლებლობა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია საჭიროებაში მყოფი ყველა სამოქალაქო პირისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის გადაუდებელი აუცილებლობა. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების პირობების შექმნის საჭიროება.
განცხადებაში ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები აღინიშნავენ, რომ რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი და მხარს უჭერენ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში უწყვეტ შეხვედრებს, როგორც ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად, ასევე რუსეთ-საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გამოწვევებზე საპასუხო, მნიშვნელოვან ფორმატებს.
„ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რაც მოიცავს გაერო-ს წესდებას და ჰელსინკის დასკვნით აქტს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში.“ - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაყოვნების გარეშე გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
„კვლავ ვიმეორებთ 14 წლის მოწოდებას რუსეთის მისამართით, რომ უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცეს ორივე რეგიონში შესვლის შესაძლებლობა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.
https://mfa.gov.ge
გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა საქართველოს
https://youtu.be/hTVIu2A2FAI