პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

30 მარტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ ინფორმაციის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია წარსდგა. დეპუტატებმა იმსჯელეს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის კომიტეტებში განხილვის ცალკეულ საკითხებზე.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.





















































































































Печать