უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

12 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

 

კომიტეტების ერთობლივ სხდომას უძღვებოდა საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს კანონპროექტში ცვლილებების მიღებას.






































































































Печать