მიხეილ ჯინჭარაძის ხსოვნას

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გაგრის ადმინისტრაციის უფროსის მიხეილ ჯინჭარაძის სახელი ქვეყნისათვის თავდადებულ მამულიშვილთა სიას 1992 წლის 2 ოქტომბერს შეემატა.

 

ეს თარიღი გამორჩეულია აფხაზეთის სხვა, არანაკლებ სისხლიანი და ტრაგიკული დღეებისგან – ამ დღეს დაიწყო საქართველოს ჩრდილო–დასავლეთის საზღვრის, ანუ მიხეილის მშობლიური ქალაქის – პატარა, მყუდრო, შეუდარებლად ლამაზი გაგრის დაკარგვის პროცესი, რომელიც ერთი წლის შემდეგ – 1993 წლის 27 სექტემბერს მთლიანად აფხაზეთის დაკარგვით დასრულდა.

 

მიხეილ ჯინჭარაძე სხვა თავის ღირსეულ თანამებრძოლებთან ერთად, გაგრის დაცემის დღეს მოკლეს.

 

მიშამ, ისევე როგორც ჩასაძირად განწირული გემის ღირსეულმა კაპიტანმა, ბოლომდე უერთგულა მშობლიურ ქალაქს და ქვეყნის მთლიანობისთვის, მისი სიმტკიცისა და ძლიერებისათვის თავდადების, თავგანწირვის  მაგალითი  დაუტოვა საკუთარი შვილების – თამარის, ალექსანდრეს გიორგის, თაობას.

 

ბატონ მიხეილისთვის საბედისწერო დღემდე  მასზე ამბობდნენ მიმტევებელი და ლოიალურიანი. ბევრი ამას ხასიათის  სირბილედ უთვლიდა სახელმწიფო თანამდებობის პირს, განსაკუთრებით აფხაზებთან ურთიერთობაში. ქართველების წინააღმდეგ იარაღშემართულ აფხაზებს ის სიმშვიდისკენ, სამუშო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. მისთვის აფხაზი, ისიც კი, რომელმაც ავტომატისა დაუნდობელი კაკანით შუა ქალაქში გული გაუნგმირა, მტერი არ ყოფილა – ის მისთვის თანაშეზრდილი ძმა იყო – გამოსაფხიზლებელი და გონს  მოსაყვანი. მაგრამ არ დასცალდა  ვერ მოასწრო იმ გზააბნეულის გულამდე ამის მიტანა...

 

ბატონი მიშა ალბათ, ყველაზე მეტად ნაბოლარა გიორგის დააკლდა. იმ გიორგის, რომელიც, მამას მხოლოდ კედლის სურათიდან იცნობს და რომელსაც დედა, ქალბატონი ნანა ერქვანია – მიხეილის უმშვენიერესი და კეთილშობილი ქვრივი, დიდხანს, ძალიან დიდხანს ვერ აგებინებდა, თუ რატომ არის მიტევება ყველაზე დიდი ვაჟკაცობა, ხოლო შურისძიება – ყველაზე დიდი სილაჩრე.

 

თანამებრძოლები

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions