აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ქ. თბილისში გამწვანების აქცია ჩატარდა

 

1 ნოემბერს აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ჩატარდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა.

 

გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე 1300 სხვადსხვა ჯიშის ნერგი დაირგო. 7 ჰექტარის მიწის ფართობი ქ .თბილისის მერიამ აფხაზეთის სატყეო სამმართველოს 2012 წელს გადასცა. 5 წლის განმავლოვბაში ამ ტერიტორიაზე ტყე-პარკი “რიწა“ გაშენდება, რის შემდეგაც აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო ტყის ფონდს გადაეცემა.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions