ვახტანგ ყოლბაია 17 დეკემბერს გამართული ჟენევის მოლაპარაკებების 26-ე რაუნდის შესახებ ინფორმაციით წარსდგა

 

დღეს აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში 17 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 26-ე რაუნდის შესახებ ინფორმაციით წარსდგა ქართული დელეგაციის წევრი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნი ვახტანგ ყოლბაია. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აპარატის თანამშრომლები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

როგორც ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრის მსვლელობისას აღნიშნა - ”საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა პროტესტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და იმ არალეგალურ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი ახორციელებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში მავთულხლართების გავლებისა და ე.წ. საზღვრის მოწყობის სახით. გარდა ამისა, მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ კვლავ დააყენა საკითხი რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის თაობაზე”.

 

”ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების საკითხს. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კი განიხილეს ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები” - აღნიშნა ვ. ყოლბაიამ.

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions