თამაზ ხუბუა: “ლეფორი არაერთხელ იყო შემჩნეული საქართველოსათვის მიუღებელი პოზიციების დაფიქსირების მცდელობაში“

 

საინფორმაციო სააგენტო „Regnum“-ის ინფორმაციით მ/წ 20 იანვარს ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორმა განაცხადა - „სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი უკვე დიდი ხანია განისაზღვრა რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის მიერ და ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია“.

 

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

„დიდი ხანია არ მაკვირვებს ლეფორისა და მისნაირი მოღვაწეების მსგავსი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზნეობრივად ამაზრზენი ნიშნის მატარებელი განცხადებების მოსმენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მე უფრო განცვიფრებული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით - იმის მაგივრად ამ სიტყვების ავტორი ქვეყნისათვის „პერსონა ნონ-გრატად“ შერაცხოს, სამინისტრო ელოდება როდის იქნება ვინმე ლეფორი თბილისში, რომ მისგან დამატებითი ინფორმაციები მიიღონ გავრცელებული ტექსტის ავთენტურობაზე (აუცილებლად ცალკე უნდა გამოიყოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის  უაღრესად პრინციპული და ობიექტური შეფასება ამ ფაქტისადმი). სხვათა შორის, ეს პიროვნება ჟენევის მოლაპარაკებების დროს არაერთხელ იყო შემჩნეული საქართველოსათვის მიუღებელი პოზიციების დაფიქსირების მცდელობაში. ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია ქართული სახელმწიფოებრიობის, ნაციონალური უსაფრთხოების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან გამოდევნილი მოსახლეობის, საქართველოს თითოეული საღად მოაზროვნე მოქალაქის ინტერესებისათვის. საკითხავია, საგარეო ურთიერთობის უწყებისათვის რა უფრო პრიორიტეტულია - ლეფორის ხელშეუხებლობა, თუ საქართველოსათვის სასიცოცხლო ინტერესების უპირობო დაცვის სადარაჯოზე დგომა?! - აცხადებს თ.ხუბუა.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions