თამაზ ხუბუა: “ხომ არ არის უპრიანი ჩამოვაყალიბოთ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციად ჩასათვლელ ქმედებათა საყოველთაო რეესტრი“

 

სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის დროს გრაფიკულ გამოსახულებაზე საქართველოს ტერიტორიის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაწილის დანისლულად წარმოჩენას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მ.ფანჯიკიძე პროვოკაციად არ მიიჩნევს.

 

ამ ფაქტს კომენტარს უკეთებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

„მსგავსი განცხადებები აშკარა დაბნეულობას იწვევს. თუ ოლიმპიადის მეჩირაღდნედ საქართველოს დამბომბველის დანიშვნა, საზღვრის 11 კილომეტრით დაუკითხავი გადმოწევა, მავთულხლართები საზღვარზე, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გეოგრაფიულ – პოლიტიკური რუქის დამახინჯება, სეპარატისტული რეგიონების მესვეურთა ოლიმპიადაზე მიწვევა პროვოცირებად არ ითვლება, ხომ არ არის უპრიანი ჩამოვაყალიბოთ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციად ჩასათვლელ ქმედებათა საყოველთაო რეესტრი – ცნობარი, გვეცოდინება მაინც რაზე „აღვშფოთდეთ“ და რაზეც „ჩუმად და ჭკვიანად“ ვიყოთ! – აცხადებს თ.ხუბუა.

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions