დეპუტატ რენალდ დგებუაძის ხსოვნას მიეძღვნა

 

29 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით ვ. არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის რენალდ დგებუაძის ხსოვნის საღამო, რომელიც მისი დაბადებიდან  75-ე  წლისთავს მიეძღვნა.

 

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წევრები, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები.

 

ღონისძიებას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, რომელმაც კოლეგის მაღალი ადამიანური თვისებები, გასაოცარი პროფესიონალიზმი და ჭეშმარიტად პატრიოტული სულისკვეთება შეახსენა დამსწრე საზოგადოებას.

 

რენალდ დგებუაძის ცხოვრებაზე ვრცლად ისაუბრა სიყრმის მეგობარმა, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა რაფიელ გელანტიამ. რენალდ დგებუაძის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, მისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე ისაუბრეს გამომსვლელებმა - მეგობრებმა და კოლეგებმა: ბაკურ გულუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, თემურ მჟავიამ, თამაზ ხუბუამ, მურმან კვარაცხელიამ, თენგიზ დარსანიამ, ჯემალ შონიამ.

 

რენალდ დგებუაძე დაიბადა გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სადაც ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა. პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1963წ.) მუშაობდა ყაზახეთში ინჟინერ-მშენებლად. 1973-1975 წ.წ. - ენგურჰესის მშენებლობაზე. მომდევნო ათი წელი იმუშავა საქართველოს კპ გალის რაიკომში სხვადასხვა თანამდებობაზე - ინსტრუქტორად, განყოფილების გამგედ, რაიკომის მდივნად, მომდევნო 5 წელი - გალის რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ.

 

1991 წელს რენალდ დგებუაძე არჩეული იქნა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

 

ბატონი რენალდი გარდაიცვალა 2004 წელს.

 

საღამოზე გაიმართა ოთარ აკიშბაიას წიგნის ”რენალდ დგებუაძე” პრეზენტაცია. საღამო დასრულდა რენალდ დგებუაძის ლექსით "ჩვენ დავბრუნდებით", რომელიც მან დევნილობაში დაწერა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions