ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოსა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ შორის

 

2016 წლის 5 მაისს, ფონდი „სოხუმის“ ოფისში (ქუთაისი, მგალობლიშვილის N6), 11 საათზე,  ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმსა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი განსაზღვრავს ჩარჩო-პირობებს, რომლის მიხედვითაც მხარეები იხელმძღვანელებენ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისას; იგპ-თა სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ადგილობრივ საზოგადოებაში; დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.

 

შეთანხმების მიზანია არასამთავრობო სექტორსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ურთიერთქმედების ეფექტურობის ამაღლება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სამოქალაქო ინტეგრაციისათვის; მოქალაქეების, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სახელმწიფო მომსახურების დონის ამაღლება ცხოვრების ხარისხის თანამედროვე სტანდარტების მისაღწევად და ადამიანთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად; ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული მხარდაჭერის ბაზის განმტკიცება აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების სეგმენტის განვითარებისათვის.

 

მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და მხარეთა პასუხისმგებლობებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions