აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრები გამოიფინება

ხვალ, 16 საათზე აჭარის ხელოვნების მუზეუმის ინიციატივით, ბათუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვართა  გამოფენა გაიხსნება, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გასტანს.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი მხატვრების ზურაბ ჭედიას, გიზო ხუბუას, ნუგზარ მგალობლიშვილის, ელდარ ქავშბაია, დავით ბაძაღუას, ხუტა კვარაცხელიას, ნინო ჭედიას, ქეთევან შენგელიასა და სხვათა ნამუშევრები, რომლებშიც მხატვრობის სხვადასხვა მიმდინარეობა,  მრავალმხრივი შემოქმედება - ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული თუ  გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები იქნება წარმოჩენილი.

გამოფენის გახსნაზე მიწვეული არიან აჭარის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, იქ განსახლებული აფხაზეთიდან დევნილები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები. ხვალვე აჭარის ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა ალბომის  - ”აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები,” პრეზენტაცია.

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions