გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნა

 

აფხაზეთში  განხორციელებული მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ 5 ოქტომბრის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 24 ივნისს მიიღო.

 

მიმდინარე წელს ხსოვნის დღე საკმაოდ მოკრძალებულად აღინიშნა, რადგან  როგორც ამ თარიღის დაწესების ინიციატორები განმარტავენ, წინასაარჩევნო კამპანიის პიკის პირობებში მიზანშეწონილად არ ჩაითვალა მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება.  მიუხედავად ამისა, 5 ოქტომბერს დევნილმა საზოგადოებამ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის პირველმა პირებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს მშვიდობიანი მოსახლეობის  ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას, როგორც დედაქალაში, ისე რეგიონებში.

 

დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები გაიმართა დედაქალაქში ილორის წმნიდა გიორგის და დემეტრე თავდადებულის ეკლესიებში, სადაც მრევლთან ერთად იმყოფებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარე, საბჭოს წევრები. ქუთაისში წმინდა სიმონ კანანელის ტაძარში გამართულ პანაშვიდს დაესწრნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი.

 

გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივმისაგებად და სამეგრელოში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილებთან  შესახვედრად 5 ოქტომბერს ზუგდიდში ჩავიდნენ და ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესიის ტაძარში  პატივი მიაგეს თანამემამულეთა  ხსოვნას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მთავრობის სხვა წევრებმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions