საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“

12 თებერვალს საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“, რომელიც ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საქართველოს და საზღვარგარეთის  სასულიერო წრის წარმომადგენლები, ფხაზეთის ხელისუფლებიდან ვახტანგ ყოლბაია და ელგუჯა გვაზავა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი მეცნიერები,  უცხოელი სტუმრები.

Печать