მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია გაიხსნება.
ტრადიციისამებრ, სესიის გახსნამდე უმაღლესი საბჭოს წევრებმა
წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში პატივი მიაგეს გარდაცვლილი
კოლეგების ხსოვნას.