მიმდინარე წლის 14 მაისს ჩატარდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა“ სხდომა.
სხდომას უძღვებოდა ფრაქციის თავმჯდომარე რ. ქარაია სხდომაზე განიხილეს:
1. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი
დასაჯილდოებელთა სია განხილვა-დამტკიცება;
2. 2025 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების
შედეგების განხილვა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ფრაქციის წევრებმა
ვახტანგ ყოლბაია თემურ მჟავია, ელგუჯა გვაზავა, მურმან კვარაცხელია, როსტომ შამუგია.