გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, ადამიანის უფლებების დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან  დაკავშირებულ  საკითხთა  კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში ასარჩევი კანდიდატურების ინფორმაციები.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომამ რეკომენდაციები გაუწია: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დასანიშნად ლაშა დოლბაძის კანდიდატურას; განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ბექა ღვაჩლიანის კანდიდატურას; იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თანამდებობაზე გიორგი ძიგუას კანდიდატურას.

აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის სხვა წევრების გარშემო კონსულტაციები გრძელდება.

გალერეა

სხვა სიახლეები