აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

კომიტეტის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.  მათი სამოქმედო გეგმები და გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები.

მთავრობის წევრობის წარდგენილი კანდიდატები არიან:

1.         აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატი - გიორგი ჯინჭარაძე;

2.         აფხაზეთის არ/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატი - ანზორ მარგიანი;

3.         ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი - ლაშა ქარდავა;

4.         ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - ლაშა დოლბაძე;

5.         განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატი - ბექა ღვაჩლიანი;

6.         იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრობის კანდიდატი -დავით ფაცაცია;  

7.         იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი ძიგუა.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია წარმოდგენილ კანდიდატურებს.

გალერეა

სხვა სიახლეები