14 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.
თამარ მეფე, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ
მმართველთან ერთად სამაგალითო ქრისტიანიც იყო.
ქართულმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. ცნობილია, რომ თამარ მეფეს ერთ-ერთი
რეზიდენცია სოხუმში ჰქონდა. მემატიანის ცნობით, ზაფხულობით მეფე თამარ “ზოგჯერ გარდავიდეს
აფხაზეთს - გეგუთსა და ცხუმს”.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
სრულიად საქართველოს ულოცავს თამარ მეფის ხსენების
დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას. აუცილებლად დადგება ჟამი, როდესაც ჩვენ ყველანი
შევძლებთ გარდავიდეთ აფხაზეთს, ცხუმს.