აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე,
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის
წევრები სამების საკათედრო ტაძარში წირვას
დაესწრნენ.
ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა შიო III-მ, ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა
და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი
პანაშვიდი გადაიხადა.
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და დევნილი
საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.