ზუგდიდში,  ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, „მშვიდობის ელჩებისა“ და მოძრაობა „მრავალშვილიანები, საქართველო”-ს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

 ღონისძიებაზე „მშვიდობის ელჩებმა“ საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინეს. ასევე, აფხაზეთის მრავალშვილიანი დედები ღვაწლისთვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელებით დააჯილდოვეს.

შეხვედრა  დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის „ინგირს მელე“ ჩვენებით დასრულდა. 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის  წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები