აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია თანამემამულეებს ბზობის დიდ საუფლო დღესასწაულს ულოცავს

დღეს ბზობაა! ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. იგი უკავშირდება იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავს.

 

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში (VIII-IX სს.) წირვა-ლოცვას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჯანმრთელობას, ურთიერთსიყვარულს, გაერთიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!













 

 

Печать