აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზ.ჯგუბურიას მივლინება სტრასბურგში, ევროპის საბჭოსთან არსებულ საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, მიმდინარე წლის 6-10 მაისს

მივლინების მიზანს წარმოადგენდა ცნობილი ფრანგი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ეთნიკური ქართველის, მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) ნაშრომების: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ ანუ ევროპული ფედერალიზმის, ევროკავშირის დაფუძნების თეორიული საფუძვლების მასალების საქართველოს საზოგადოებისთვის  წარდგენისა და ამ თეორიის  საქართველოს კონფლიქტური რეგიონების სახელმწიფოს  კონსტიტუციურ სივრცეში ადაპტირების შესახებ.

 

საქართველოს ელჩის, ბატონ ირაკლი გივიაშვილის პირადი მეცადინეობით, საფრანგეთის ეროვნულ და  სტრასბურგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის არქივებში მოძიებულ იქნა ბატონ მიშელ მუსხელის მრავალრიცხოვანი ნაშრომებიდან ის  განსაკუთრებული სტატიები და მონოგრაფია, რომლებიც კონკრეტულად ეხება ფედერალიზმისა და ფედერალური სტრუქტურების ფუნქციონირების კონკრეტულ თემებს (ფრანგულ ენაზე), რაც ასევე გადმოგვეცა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შემდგომი სამეცნიერო კვლევებისათვის. გარდა აღნიშნულისა,  ადგილზე, საქართველოში,  მოძიებულია ცნობილ ქართველ მეცნიერთა: გ.ხუბუას, ლ.ალექსიძის, ზ.პაპასკირის და სხვათა ნაშრომები საქართველოს ფედერალური მოწყობის შესახებ.

შემუშავებულია კონკრეტული გეგმა და პროექტი (პროექტის ხელმძღვანელი ზ.ჯგუბურია) აღნიშნული ნაშრომების ერთიან მონოგრაფიად (კრებულად) გამოცემის შესახებ, რაც მომავალში ხელს შეუწყობს  საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგიულ გეგმებს და ქვეყნის  ფარგლებში არსებული ავტონომიური წარმონაქმნების პოლიტიკური და ადმინისტრაციული ფუნქციონირების პრობლემების გადაჭრას, თანამედროვე ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.

საქართველოს წამომადგენლობასთან დაფუძნებულ საკვირაო სკოლას, სადაც ძირითადად სწავლობენ საქართველოდან დევნილი (ემიგრანტი) მოქალაქეების შვილები, გადაეცა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მიერ შერჩეული, საგანგებოდ დაწყებითი კლასებისთვის განკუთვნილი სასწავლო - მეთოდოლოგიური ლიტერატურა. აღნიშნული ლიტერატურა გადაეცა საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ევროპის საბჭოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ ირაკლი გივიაშვილს.























































































































Print
Chairman

Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions