დადგენილებები

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია ცვლილებით "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში, აქედან გამომდინარე აღნიშნული ორი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარედგინა პარლამენტს ერთი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე ერთ პაკეტში.
სრულად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (შემდგომ – უმაღლესი საბჭო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, კონტროლს უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი (შემდგომ – რეგლამენტი) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას და მუშაობის წესს.
სრულად
დადგენილება აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიებების შესახებ
საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე - აფხაზეთში, ათწლეულების განმავლობაში მოქმედმა სეპარატისტებმა გარეშე ძალთა მხარდაჭერითა და ხელშეწყობით 1992 წლიდან მოაწყვეს ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა, რომელსაც შეეწირა შვიდ ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ათასზე მეტი, დაიჭრა და დასახიჩრდა ათი ათასამდე ადამიანი.
სრულად
დადგენილება აფხაზეთის უმაღლესი ორგანოს შესახებ
1994 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო. აღნიშნული ნულოვანი ვარიანტი ქმნიდა იმის პირობებსაც, რომ აფხაზეთში ეთნოწმენდის შედეგად გამოძევებული ასიათასობით დევნილის დაბრუნების შემდეგ განისაზღვრებოდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, მსოფლიოს მიერ ცნობილი, გაეროს რეზოლუციებით არაერთხელ დადასტურებული ქართული სახელმწიფოს ფარგლებში და მომზადდებოდა საფუძველი აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.
სრულად
დადგენილება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
1996 წლის 23 ნოემბერს ჩატარებულმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ და ლტოლვილ ამომრჩეველთა პლებიცისტმა ცალსახად და ერთხმად დაგმო აფხაზეთის სეპარატისტული დაჯგუფების მიერ აღნიშნულ დღეს ორგანიზებული ე.წ. არჩევნები, ხოლო საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმათა საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა უკანონოდ და ბათილად ცნო მისი შედეგები.
სრულად