მედიაცენტრ მთავარში ჯემალ გამახარიას ბრიფინგი გაიმართა


„ხაჯიმბა აუცილებლად მოუწევს თანამდებობიდან წასვლა – ეს განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს კრიმინალებისა და პოლიტიკოსების ერთობლივი მოქმედება უწოდა.

 

„ღრმად ვარ დარწმუნებული, ამაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, აგვისტო-სექტემბერში, როდესაც აფხაზეთში ე.წ. არჩევნების პირველი და მეორე ტური იყო. ხაჯიმბა აუცილებლად წავა თანამდებობიდან, ეს ჩემი აზრია. მოვლენების განვითარება ამას გვიჩვენებს, არა მხოლოდ გუშინდელ პროცესებზე დაყრდნობით, არამედ აგვისტო-სექტემბრიდან მოყოლებული, ხაჯიმბა განწირულია’’ – აღნიშნა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

ჯემალ გამახარიას თქმით, ხაჯიმბა მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუმცა, მოლაპარაკება მხოლოდ მის გადადგომაზე შეიძლება.

„ის მარტოა და არავინ დარჩა. დეფაქტო პარლამენტმა მისი გადადგომის შესახებ მიიღო გადწყვეტილება. ხაჯიმბა გადაგდებულია. ახალი, ვინც მის ნაცვლად გამოჩნდება, მას რუსეთი ერთ-ერთ პირობად ინტეგრაციის გაღრმავებას, აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას წაუყენებს, როგორც ასოცირებული წევრი. დეკემბრის შუა რიცვებში, სოხუმში დუმის დელეგაცია იყო ჩასული. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვა იყო. ეს დარჩა მხოლოდ რუსეთს, მისი ძალისხმევაც სწორედ აქეთაა მიმართული და ამით მთავრდება აფხაზეთი. ქონება, რომელიც რუსეთმა უნდა დაისაკუთროს, ერთ წელში შეისყიდის და იქ, აფხაზების ადგილიც არ იქნება. ასე ჩვენ მათ დავკარგავთ’’ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტრ მთავარში.’’

მან ხაჯიმბას სიტყვებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ეშინია: „ხაჯიმბას აქვს ნათქვამი: მე თუ რუსების ნებას არ გავატარებ რუსები მომკლავენ, თუ ხალხის ნებას არ გავატარებ ხალხი მომკლავს, რა ვქნა არ ვიციო. ასეთი ვითარების წინაშე დადგება ის, ვინც ხაჯიმბას ჩაანაცვლებს. შემდგომში როგორ და რანაირად განვითარდება მოვლენები ამაზე წინასწარ ძნელია ვარაუდები გამოთქვა. მაგრამ, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ვინც არ უნდა მოვიდეს, პროცესები არ დაწყნარდება.’’

 

„აფხაზეთში დაწყებულ პროცესებს ხელმძღვანელობს არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ, კრიმინალი ახრა ავიძბა. ის პროცესები, რაც აფხაზეთში მიმდინარეობს, კრიმინალებისა და პოლიტიკური ძალების ერთობლივი მოქმედებით ხდება“ – ეს განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.


როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, მიმდინარე წელი საინტერესოდ დაიწყო, თუმცა, ის ბაკქანალია, რაც აფხაზეთში ხდება, რუსეთის მონაწილეობის გარეშე გამორიცხულია.

„წელი აფხაზეთიდან დევნილებისთვის და აფხაზეთისთვის სიანტერესოდ დაიწყო. ის, რაც ახლა ხდება არ იყო მოულოდნელი. სიტუაცია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ვამახვილებ ყურადღებას, მიზეზად, ყველა არჩევნების გაყალბებას ასახელებს, ეს სწორია მაგრამ, გუშინდელი მოვლენების ხელმძღვანელი არა პოლიტიკური პარტიები, ან კვიცინია იყო, რომელმაც ე.წ. არჩევნები წააგო, არამედ, ერთი თვის წინ, აფხაზეთში მოკლული 2 ახალგაზრდას ნათასავები, რომლებსაც ახრა ავიძბა ხელმძვანელობს. ახრა ავიძბა სოჭში მცხოვრები აფხაზია, რომელიც დონეცკში რუსეთის მხარეს იბრძვის. ის დანაშაულებრივი სამყაროს აღიარებული პერსონაა“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ჯემალ გამახარიამ ავიძბას მუქარაც გაიხსენა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას ეხებოდა.

„ახრა ავიძბა კარგა ხანია აკეთებდა განცხადებებს და მუქარას ხაჯიმბას მიმართ. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო კრიმინალებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობლივი იერიში ე.წ. ადმინისტრაციულ შენობაზე. იცით, რომ აფხაზეთში 2 ახალგაზრდას მოკვლისთვის დაკავებულია ხაჯიმბას დაცვის 2 წევრი. ავიძბამ კი ხაჯინბასთან დაკავშრებით არაერთგზის გააკეთა მუქარის შემცველი განცხადებები. გუშინ კი მისი ხელმძღვანელობით მოხდა ამ კრიმინალებისა დ პოლიტიკური ძალების ერთობლივი იერიში დე ფაქტო პრესიდენტის რეზიდენციაზე და მას ხელმძღვანელობდა ახრა ავიძბა“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

„ახალი დე ფაქტო არჩევნები; რუსეთი აფხაზეთს სხვა გადაწყვეტილებას არ მიაღებინებს“


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას არ მისცემს და პროცესები დე ფაქტო არჩევნებისკენ წავა. „ერთ-ერთი მიზეზი, რამაც აფხაზეთში ბაკქანალია შექმნა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელსაც აპროტესტებენ. იქაური სასამართლო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს რომ გააკეთოს და არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვალოს, ამით პირდაპირ რუსეთს დაარტყამს. რუსეთი კი მათ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიაღებინებს. ამიტომ, იქნება ახალი დე ფაქტო არჩევნები“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც აფხაზეთში ე.წ. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდება, რუსეთის კაცია:

„რუსეთის გარეშე, იქ ე.წ. ხელისუფების სათავეში ვერავინ მოვა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ყველა, ვინც იქ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდება, რუსეთის კაცია, ზოგი შეიძლება უკეთესი იყოს, ზოგიც უარესი. ოპოზიციაც კი რუსეთის მიერაა მართული. პროქართული მიმართულების ადამიანი, იქ პოლიტიკაში ვერ გამოჩნდება. რუსეთს სურს ხაჯიმბა, მაგრამ, თუ ის ხელისუფლებას ვერ ინარჩუნებს, არაფრად უღირს ხაჯიმბა. რუსეთს სჭირდება აფხაზეთი მთელი თავისი უძრავი ქონებით, მიწა-წყლის საკუთრებაში შეძენით და არა ხაჯიმბა“.

„ამ მოვლენებს აქვს ერთი პოზიტივი“


„სოხუმში გუშინ დაწყებულ, დღეს, ხვალ გაგრძელებულ ამ მოვლენებს აქვს ერთი პოზიტივი, ერთი დადებითი მხარე - მოსახლეობას სწორი განწყობა უყალიბდება ე.წ. დამოუკიდებლობის თაობაზე და ხვდებიან, რომ აფხაზეთი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან გაერთიანებით, ჩვენი შერიგებითა და ჩვენს შორის ნდობის აღდგენით შეიძლება გადაურჩეს გაქრობას.“ - განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ ბატონმა ჯემალ გამახარიამ. 































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions