საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ იყო აგრეთვე ინიცირებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ“ ინფორმაციის განხილვის გრაფიკი დასამტკიცებლად.
პრეზიდიუმის დღის წესრიგის მესამე საკითხის შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ გააცნო. საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფრაქციების „მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მოთხოვნას შეეხებოდა. კერძოდ, ფრაქციების წარმომადგენლების მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილიქნა აფხაზეთის მთავრობის წევრების ანგარიშების მოსმენის საკითხი.
პრეზიდიუმის სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
სხდომა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.