აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია პრესკონფერენციაზე რამდენიმე საყურადღებო ფაქტს შეეხო:
- არ არსებობს აფხაზეთში ოჯახი, რომელიც დღეს არ იხსენებს ოჯახის წევრს, გვაქვს ათასობით მსხვერპლი; იქ მომხდარი ტრაგედიის ოფიციალური შეფასება შემდეგია - ეთნიკური წმენდა და გენოციდი;
- აფხაზეთში აფხაზი მოსახლეობა 3,5-ჯერ შემცირდა; ქართული კი - 5,5-ჯერ;
- იყო თუ არა ომის თავიდან აცილება შესაძლებელი? - დღევანდელი გადასახედიდან, ეს შეუძლებელი იყო;
- სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ომის გადადება მაინც შეიძლებოდა. ეს ომი მაშინ დაგვაწყებინეს, როცა ყველაზე მეტად არ გვაწყობდა;
- ჩვენ კი ვგლოვობთ დღეს, მაგრამ, მეორე მხარე ზეიმობს, რაც მეორე ტრაგედიაა.
- რუსეთი აფხაზეთს აიძულებს, ისეთ დოკუმენტებზე მოაწერინოს ხელი, რომელიც აფხაზეთს ფიქტიური დამოუკიდებლობის დაკარგვამდე მიიყვანს;
- აკეთებენ ყველაფერს, რომ 2023-2025 წლისთვის აფხაზეთი მოექცეს რუსეთის შემადგენლობაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში აფხაზების ადგილი არ იქნება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში"
https://youtu.be/noR0C6yBNZQ