სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 8-9 დეკემბერს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით: „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, სოციალური მეცნიერებანი, კულტურის ძეგლები“.
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექციაზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თემაზე: „რეგიონში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში“.