ეთერ ასტემიროვა უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოვდა

29 მარტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ და “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთერ ასტემიროვას უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოების შესახებ“.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკის დამტკიცებას.

სხდომის დასასრულს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ასევე გამორჩეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ეთერ ასტემიროვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოვდა.

“აფხაზეთში ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისთვის, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი პრინციპულობის, პატრიოტიზმისა და სამშობლოს ერთგულებისათვის, დევნილობის პერიოდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა მიმართ ყოველდღიური ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ხანგძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის, თვალსაჩინო სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეთერ ასტემიროვა დაჯილდოვდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით“ - ნათქვამია განცხადებაში.

სიგელი და მედალი იუბილარს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ულოცავს ეთერ ასტემიროვას მაღალ სიგელს და მედალს, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობაში.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

























































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions