მხატვარი სალომე ხუბუა უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელით დაჯილდოვდა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით 21 მაისს ვ.არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა ახალგაზრდა მხატვრის სალომე ხუბუას ნამუშევრების გამოფენა. სალომე ხუბუა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და ბოლო პერიოდში დაიწყო სპეციალისტების აზრით, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნაწარმოებების გამოქვეყნება.

 

გამოფენა გახსნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცნობილმა მხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების შემოქმედებითი და ტექნიკური მახასიათებლები. სახვითი ხელოვნების სფეროში გამოქვეყნებული ნამუშევრებისთვის, ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებისა და აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისათვის ნუგზარ მგალობლიშვილმა სალომე ხუბუას გადასცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელი.

ახალგაზრდა ხელოვანის მოღვაწეობაზე მოსაზრებები გამოთქვეს მხატვრებმა ელდარ ქავშბაიამ, გიზო ხუბუამ, განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ზვიად ბულისკერიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, ახალგაზრდა მხატვრის მამამ მანგული ხუბუამ.

გამოფენას ესწრებოდნენ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა, ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი ნატო კორსანტია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი დინარა დარსალია, უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროს თენგიზ გასვიანი, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
























































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions