19 აპრილს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გახსნა.
განიხილეს 2 საკითხი, რომელიც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტის ტაობაზე მოხსენებით გამოვიდა მ.კვარაცხელია - საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
აფხაზეთის ა/რ რეგლამენტის პროექტის თაობაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მოხსენება გააკეთა იურიდიულ და საპროცედური საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ა.გასვიანმა.