აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ზურაბ ხონელიძეს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

 

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც ისაუბრეს სამომავლო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე და საუნივერსიტეტო პროექტების მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.








































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions