3 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მონაწილეობდა მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაში თემაზე - „ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვთა უფლებები“, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და დევნილი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები.
გაიმართა დისკუსია, განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების პირობები და დევნილ ბავშვთა უფლებები.