4 ივნისს აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში ჩატარდა თათბირი, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა

თათბირზე მოწვეულები იყვნენ უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეები ნუგზარ მგალობლიშვილი, რუდიკ ცატავა, აკაკი გასვიანი, როსტომ შამუგია, მურმან კვარაცხელია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამირან დოლიძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი რაულ წულაია.


განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და მისი ხარჯვის ეფექტიანობის სისტემატიური მონიტორინგის აქტუალობის შესახებ.

თამაზ ხუბუამ ისაუბრა აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობასა და ეფექტიანობა, მონიტორინგის თვალსაზრისით არსებული ნაკლოვანებების პრევენცია-აღმოფხვრისთვის მიზანშეწონილ გამჭვირვალობასა და თვითანგარიშიანობაზე.

ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო პარამეტრების დაგეგმვაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების აქტიურ ჩართულობის აუცილებლობაზე და ამ კუთხით  არსებული კომუნიკაციის დეფიციტის აღმოფხვრაზე, ასევე რეგიონებში ჩასახლებულ დევნილებთან ერთობლივი მონაწლეობით გასვლითი შეხვედრების განხორციელებაზე. ხაზი გაესვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში აღრიცხული (ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით) აქამდე არსებული ხარვეზების გასწორების, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან აფხაზეთის პრობლემატიკაზე პოლიტიკური შეფასებების რეგულარული და საჯაროდ დაფიქსირების გააქტიურების აუცილებლობას.

აღნიშნულთან საკითხებთან დაკავშირებით მიღებული იქნა რეკომენდაციები.

თათბირის მონაწილეები შეთანხმდნენ დიფერენცირებული კომპეტენციის გათვალისწინებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის პარამეტრების ფორმირებასა და მათი მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველსაყოფად კოორდინირებულ თანამშრომლობაზე.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions