შეხვედრა ინფორმაციული საქმიანობის გააქტიურებისათვის

 

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ სამუშაო შეხვედრის ფორმატით თათბირი გამართა უმაღლესი საბჭოს აპარატის აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული პროცესების ანალიტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებთან. შეხვედრას ტვ 24-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ბადრი ნაჭყებია  და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია ესწრებოდნენ.

 

 

შეხვედრის მიზანი, როგორც ბატონმა თამაზ ხუბუამ აღნიშნა,  უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის ინიციატივაა - მიღწეულიქნას აფხაზეთის მრავალწახნაგოვანი და ძალიან რთული  პრობლემატიკის წინა პლანზე წამოწევა და ამ მიმართულებით ინფორმაციული საქმიანობის გააქტიურება, ამასთან  ტვ-24-ის და რადიო „საქართველოს ხმის“ მესვეურების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერის ეფექტური გამოყენება.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions