უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს კენჭი უყარეს.
დეპუტატებმა “აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესის შესახებ „აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი დაამტკიცეს; ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს აგრეთვე კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.