5 ოქტომბერს, თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით და 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის უმაღლესი საჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები, ასევე აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იმავე დღეს, გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და საზოგადოებრივი კავშირ „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.