პრეზიდიუმის სხდომა უმაღლეს საბჭოში

 

21  ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგის შესაბამისად განიხილეს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის აკაკი გასვიანის ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ მთავრობის შენიშვნების თაობაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით.

 

პრეზიდიუმის წევრებმა მხარი დაუჭირეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის შენიშვნების განხილვის პროცედურის დაწყებას „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით.

 

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მ.კვარაცხელიას ინფორმაცია ქ.რიგასა და დაუგავპილსში (ლატვია) მივლინების შედეგების შესახებ. ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.







Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions