აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტრატეგიული პროექტების განხორცილეების ჯგუფი“, რომლის ფარგლებშიც დაიწყო საგანმანათლებლო პროექტების განხორცილება.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდან უგამოცდოდ ჩარიცხული სტუდენტების მომზადებას ინგლისურ ენაში - „ინგლისური ენის საშაბათო კურსი“.
გამომდინარე აქედან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც სოხუმის უნივერსიტეტში გამოყო საჭირო ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია სალექციო კურსის ჩასატარებლად.
პირველი სასწავლო ლექცია ჩატარდა ა/წ 26 ოქტომბერს და ამ ეტაპზე სალექციო კურსს ესწრება 43 სტუდენტი.