ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია „მე სოხუმელი ვარ“

27 ნოემბერს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია „მე სოხუმელი ვარ“. ღონისძიებაზე მიწვეული იყო აფხაზეთის ფართო საზოგადოება.

 

შეხვედრის დასაწყისში დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელიც განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, წიგნის ავტორს, უმშვენიერეს ქალბატონს ნინო მირცხულავას; ისაუბრა ამ შესანიშნავი წიგნის ღირსებაზე, რომელსაც ლაიტ მოტივატ გასდევს შერიგების, აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებული ჩატეხილი ხიდის გამთელების იდეა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს ბრწყინვალე ნაშრომი შეიცავს ტკივილს, სიკვარულს, სოხუმში, აფხაზეთში დაბრუნების იმედს. წიგნი მკითხველს აბრუნებს მშობლიურ სოხუმში, ახვედრებს მეგობრებთან, მეზობლებთან, კოლეგებთან. ამ წიგნთან ერთად მკითხველი დასეირნობს მისთვის საყვარელი ქალაქის ქუჩებში. ერთი სიტყვით, ქალბატონმა ნინომ მოახერხა ის, რასაც ბევრიცნობილი მწერალი და პუბლიცისტი ვერ ახერხებს. მან თქვა ყველა ჩვენთაგანის სათქმელი, რაც გვინდა ვთქვათ, გამოვხატოთ, მაგრამ ვერ ვამბობდით, ვერ გამოვხატავდით. რაც ჩვენ ვერ შევძელით, შესძლო ნინომ. უღრმესი მადლობა მას და ახალ-ახალი წარმატებები.

წიგნის პრეზენტაციამ მეტად თბილ გარემოში ჩაიარა, ითქვა დამსახურებული ლამაზი სიტყვები ქალბატონ ნინო მირცხულავას მიმართ. იყო ბევრი ტაში, ბევრი ემოცია, სიხარულისა და იმედის ცრემლები.

ბატონმა ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი - საპატიო სიგელით დააჯილდოვა ქალბატონი ნინო მირცხულავა.







































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions