19 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი შეხვდა ქ. ფოთის მერს გია დარჯანიას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალ „იალქანის“ მთავარი რედაქტორი ნანა ჭანტურია, ქ. ფოთის მერიისა და საკრებულოს პასუხისმგებელი მუშაკები.
შეხვედრაზე განიხილეს კულტურისა და განათლების საკითხები. შეთანხმდნენ, რომ ფოთში მცხოვრები ადგილობრივი და დევნილი ნიჭიერი ბავშვების ლიტერატურული და ხელოვნების ნამუშევრები გამოქვეყნდება საყმაწვილო ჟურნალ „იალქანში“, და საბავშვო ჟურნალ „აფქიოში“.
შეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტს შორის დედაბული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.