კერძოდ, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ.
წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდგომ გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგად 16-მა დეპუტატმა 1-ის წინააღმდეგ, ხოლო 1-თს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას.
დღეისათვის ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება განხორციელდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა მიმართულებით დახმარების გასაწევად.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე.
სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.