აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მედიაცენტრ „მთავართან“ ისაუბრა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის დღეებშიც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას. ამ დღეებში გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ აფხაზეთის სოფელი აიბგა კრასნოდარის მხარეს მიაკუთვნეს; ამასთან, ბატონი ჯემალ გამახარია ყურადღებას ამახვილებს ყირიმიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აპრილს შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფის შემოყვანის შესახებ.
ვრცლად იხილეთ ვიდეოჩანაწერი ლინკი http://scara.gov.ge/ka/2010-03-17-12-51-25/2010-06-28-12-10-07.html?view=video&video=53