ჯემალ გამახარია ულოცავს საქართველოს მოსახლეობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობის დღეს

 

ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, სილმბოლურია, რომ COVID 19 დამარცხების პერიოდი სწორედ 12 მაისს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობის დღეს ემთხვევა.

სიმბოლურია, რომ ანდრია მოციქული მეთევზე იყო და ის პირველი დაემოწაფა ქრისტეს, რაც შემდგომში საბერძნეთში მცირე აზიაში კიევსა და საქართველოშიც იქადაგა.

 

აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე ქრისტიანობა სწორედ წმინდა მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა იქადაგეს.

 

შესაბამის ცნობებს „ქართლის ცხოვრება“ (ლეონტი მროველი) შეიცავს.

 

უფლის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა“. როცა ღვთისმშობელი საქართველოში უნდა გამგზავრებულიყო, მას უფალი გამოეცხადა და უთხრა: „ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულვებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებელსა და თანა წარატანე ხატი შენი ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილი ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“. უფლის გამოცხადების შესახებ ღვთისმშობელმა მაშინათვე ანდრია პირველწოდებულს აუწყა: „შვილო ანდრია, დიდად უჩანს სულსა ჩემსა, რომელ ქვეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართექადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებელსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხვიდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და მტერთაგან მძლე ექნას მათ“. მოციქული ანდრია საქართველოში გამგზავრებას დაეთანხმა. მაშინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, „დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობლის ხატი და მის წიაღში განხორციელებული ჩვილი იესო. ღვთისმშობელმა „მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და თქუა: მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანა შემწე გეყავნ შენ, სადაცა ხვიდოდე, და მეცა თანა შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებელსა“.

 

საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილობის ქვეყანაა და მას ამ განსაცდელშიც განგება იცავს!

 

გილოცავთ და ამ დღის მადლი ფარავდეს ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიას.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions