რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უსასრულოდ ვერ გაგრძელდება

დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლებმა. მათ შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც ყვავილების გვირგვინებით შეამკეს სამშობლოს დასაცავად თავგანწირული მამულიშვილების საფლავები.

 

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამაზ ხუბუამ გმირთა მემორიალთან განაცხადა, „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაცია უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. კრემლს ბოლოს და ბოლოს მოუწევს უკან დახევა და 2008 წლის აგვისტოში მის მიერვე ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების შესრულება, რაზეც მას როგორც საქართველოს ყველა პატრიოტი მოქალაქე, ასევე საერთაშორისო  დონის ტრიბუნებიდან ხმამაღლა და მუდმივად მიუთითებენ. საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა იცის რა მშვიდობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის ფასი, თანმიმდევრული, პრინციპული პოლიტიკით, დიპლომატიური მეთოდებით უნდა აიძულოს ჩრდილოელი მეზობელი უკან დაიხიოს, უარი თქვას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობაზე“ და ჭეშმარიტად საკუთარი და, სამწუხაროდ, თავის დროზე არა ერთი უსამართლოდ მიტაცებული, მაგრამ აწ უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დიდი ხნის წინ აღიარებული რუსეთის საზღვრებით დაკმაყოფილდეს! მხოლოდ მაშინ შევძლებთ თავაწეულად მოვიდეთ სამშობლოსათვის თავგანწირული ვაჟკაცების საფლავებთან და ღირსეული პატივი მივაგოთ ამ გმირი ბიჭების  ხსოვნას!“ - განაცხადა თამაზ ხუბუამ.



































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions