გაიმართა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის განრიგის დამტკიცების შესახებ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი წარუდგინა პრეზიდიუმის წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ იყო აგრეთვე ინიცირებული  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ“ ინფორმაციის განხილვის გრაფიკი დასამტკიცებლად.

 

პრეზიდიუმის დღის წესრიგის მესამე საკითხის შესახებ დეპუტატებს  ინფორმაცია  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ გააცნო. საკითხი  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფრაქციების „მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მოთხოვნას შეეხებოდა. კერძოდ, ფრაქციების წარმომადგენლების მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილიქნა აფხაზეთის მთავრობის წევრების ანგარიშების მოსმენის  საკითხი.

პრეზიდიუმის სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions