დამტკიცდა ცვლილებები აფხაზეთის ბიუჯეტში

გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა და ტრადიციულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

სხდომის დღის წესრიგით მთავარი განსახილველი საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის  ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების დამტკიცება იყო. აფხაზეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და პრეზიდიუმზე დეტალური შესწავლის, არსებითი შენიშვნების გათვალისწინების შემდგომ, დღეს უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომაზე მთავარი მოხსენებით აფხზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე წარსდგა.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შენიშვნებს, საქმიან წინადადებებსა და შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა, ამასთან ანგარიში გაეწია ბიუჯეტში ცვლილების  უმთავრეს მიზეზს - კორონავირუსთან ბრძოლაში დევნილთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის გაწეულ და განსახორციელებელი ღონისძიებათა უპირატესობას, დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს ბიუჯეტში წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს და მას კანონის უფლებამოსილება მიენიჭა.















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions